საქართველოს ბიო ფარმაცევტული კლასტერის ვებსაიტის შექმნა და სოც. მედია ქსელების გვერდების სრული ტექნიკური-საინფორმაციო მხარდაჭერა

1 დეკემბერი 2022 - 23 მარტი 2023

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი საქართველოს ტერიტორიაზე, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მოღვაწე ინსტიტუტებისა და მწარმოებელთა/მოვაჭრეთა კომპლექსურ გაერთიანებაა.
ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის შექმნის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს ზრდაში, განვითარებასა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.

საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის შექმნის იდეა დაფინანსებულია პროექტის - “კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში”-ის ფარგლებში,, რომელიც შემდეგი ოთხი ორგანიზაციის მიერ განხორციელდა:

  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),
  • სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO),
  • გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO),
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

 

იდეა დიზაინის ჯგუფმა საქართველოს ბიოფარმაცევტულ  კლასტერთან თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო, ჩვენმა გუნდმა შექმნა კლასტერის ოფიციალური ვებსაიტის დიზაინი, შეასრულა დეველოპმენტი, ხოლო ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში შექმნა სოც. მედიის ქსელების გვერდები და  მოამზადა ვებსაიტსა და სოც.მედიის ქსელების გვერდებზე  გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ბიოფარმაცევტული კლასტერის  გუნდის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე.

pharmacluster.org

www.facebook.com

www.linkedin.com/company/georgian-biopharmaceutical-cluster

იდეა დიზაინის ჯგუფმა იმუშავა ასევე  საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის ბრენდბუქისა და ლოგოს შექმნაზე.

 შესრულებული სამუშაო:

        ტექნოლოგია:

  • ·ვებსაიტის დიზაინის შექმნა
  • მონაცემთა სამართავი პანელის შექმნა
  • ვებსაიტის ტესტირება და ატვირთვა
  • მომხმარებელთა ტრენინგი
  • ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერა
  • ვებსაიტის მასალების შემუშავება და გამოქვეყნება
  • FaceBook გვერდის შექმნა და ინფორმაციული უზრუნველყოფა
  • Figma
  • XHTML/HTML5/CSS
  • AJAX/jQuery
  • PHP/MySQL
  • Laravel Framework
  • Google Map
  • Google Analytics 
საქართველოს ბიო ფარმაცევტული კლასტერის ვებსაიტის შექმნა და სოც. მედია ქსელების გვერდების სრული ტექნიკური-საინფორმაციო მხარდაჭერა