FoodMenu - ციფრული მენიუ კაფეებისა და რესტორნებისთვის
FoodMenu წარმოადგენს თანამედროვე ციფრული მენიუს პლატფორმას კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, ბარებისა და სხვა კვების ობიექტებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მომხმარებელს სრულად მოარგოს სისტემა საკუთარ ბრენდსა და საჭიროებებს.
პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაამატოთ ობიექტის დასახელება, ლოგო, აირჩიოთ სასურველი ფერები და ენები, ასევე მართოთ ერთი ან რამდენიმე კაფე, ბარი თუ რესტორანი ერთიანი ადმინისტრაციული პანელიდან. თითოეული ობიექტისთვის შესაძლებელია ინდივიდუალური მენიუს შექმნა კატეგორიებით, ლეიბლებითა და კერძების, დესერტებისა თუ სასმელების დეტალური აღწერით, შემადგენლობით, ფასებითა და სააქციო შეთავაზებებით.
მენიუს რედაქტირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მარტივად და ტექნიკური ცოდნის გარეშე. სისტემა ავტომატურად აგენერირებს QR კოდს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მაგიდებზე, ბარათებზე, სარეკლამო მასალებსა თუ სოციალურ ქსელებში.
FoodMenu იდეალურია როგორც მცირე კაფეებისთვის, ასევე მრავალფილიანი რესტორნებისა და ბარების ქსელებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს თანამედროვე, მოქნილ და მრავალენოვან გამოცდილებას სთავაზობენ.
სპეციალური შეთავაზება
მომხმარებლები, რომლებიც დემოს უახლოესი 1 თვის განმავლობაში მოითხოვენ, შეძლებენ ისარგებლონ 1-თვიანი უფასო მომსახურებით.
მომსახურების ღირებულება და პირობები მაქსიმალურად მოქნილია და დამოკიდებულია მომხმარებლის ობიექტების რაოდენობასა და გადახდის ინტერვალზე. წინასწარ წლიური მომსახურების გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 25% ფასდაკლება.
დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე ან მოგვწერეთ ფეისბუკზე — ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.
