FoodMenu — ფასები, გამოწერის პირობები და ონლაინ მენიუს შედგენის სერვისი
უფასო სატესტო პერიოდი (Free Trial)
ყველა მომხმარებელი, რომელიც მოითხოვს FoodMenu-ს დემოს, მიიღებს სისტემის გამოყენების 1-თვიან უფასო სატესტო პერიოდს.
სატესტო პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს ექნება წვდომა პლატფორმის ძირითად ფუნქციონალზე სრულფასოვანი ტესტირებისა და შეფასებისთვის.
გამოწერის პაკეტები
ყოველთვიური გამოწერა (Monthly Subscription)
- ღირებულება: 25 ევრო / თვეში
- გადახდის ტიპი: წინასწარი ყოველთვიური გადახდა
მომხმარებელს შეუძლია:
- გამოიყენოს სისტემა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მისი ობიექტი ფუნქციონირებს;
- სეზონური მუშაობის შემთხვევაში დროებით შეაჩეროს გამოწერა და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა გააქტიუროს.
ეს მოდელი განსაკუთრებით მოსახერხებელია სეზონურად მომუშავე კაფეებისა და რესტორნებისთვის.
წლიური გამოწერა (Annual Subscription)
- სტანდარტული წლიური ღირებულება: 300 ევრო
- ფასდაკლებული ღირებულება წინასწარი გადახდის შემთხვევაში: 250 ევრო
- მოქმედებს: 20%-იანი ფასდაკლება
წლიური პაკეტი უზრუნველყოფს პლატფორმაზე წვდომას 12 თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში.
ონლაინ მენიუს შედგენის სერვისი
1. დამოუკიდებელი მართვა — უფასოდ
მომხმარებელს შეუძლია ონლაინ მენიუს დამოუკიდებლად შექმნა და მართვა დამატებითი საფასურის გარეშე.
FoodMenu უზრუნველყოფს:
- მომხმარებლის პარამეტრების/წვდომების გადაცემას;
- ინსტრუქციისა და მანუალის მიწოდებას.
მომხმარებელს შეეძლება:
- პროდუქტების ატვირთვა;
- კატეგორიების შექმნა;
- ფასებისა და აღწერების შეცვლა;
- ფოტოების დამატება;
- მენიუს განახლება ნებისმიერ დროს.
2. ონლაინ მენიუს შედგენის სერვისი FoodMenu-ს გუნდის მიერ
თუ მომხმარებელს სურს, რომ ონლაინ მენიუს შედგენა FoodMenu-ს გუნდმა უზრუნველყოს, საჭიროა მოგვაწოდოს:
- არსებული ქაღალდის ან PDF მენიუ;
- პროდუქციის ინფორმაცია;
- პროდუქციის ფოტოები (არსებობის შემთხვევაში).
მომსახურების ღირებულება
| მენიუს მოცულობა | მომსახურების ღირებულება |
|---|---|
| 50-მდე პროდუქტი / დასახელება | 100 ევროს ექვივალენტი ლარში |
| 50-ზე მეტი პროდუქტი / დასახელება | 150 ევროს ექვივალენტი ლარში |
მომსახურება მოიცავს:
- ონლაინ მენიუს სრულ აწყობას;
- კატეგორიებისა და პროდუქტების სტრუქტურირებას;
- კერძებისა და სასმელების დამატებას;
- ძირითადი ვიზუალური და ტექსტური ფორმატირების განხორციელებას.
დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნები შესაძლოა შეთანხმდეს ცალკე.