2017 წლის 18-19 მარტს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისთვის ჩატარდა იურიდიული საქმისწარმოების სისტემა CASE BANK-ის ტრენინგი.
2017 წლის 18-19 მარტს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისთვის ჩატარდა იურიდიული საქმისწარმოების სისტემა CASE BANK-ის ტრენინგი.
ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, გრძელდება იურიდიული საქმისწარმოების სისტემის – „Case Bank”-ის განვითარება, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეებს აწარმოებენ. წარმატებით დასრულდა პროგრამის განახლების კიდევ ერთი ეტაპი, რომლის შედეგადაც, ელექტრონულ საქმისწარმოებაში ჩაერთვებიან კერძო პრაქტიკის მქონე ის ადვოკატები, რომლებიც, იურიდიული დახმარების სამსახურთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, რეგისტრირებულნი არიან „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ და მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან.
18-19 მარტს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისთვის ჩატარდა იურიდიული საქმისწარმოების სისტემა CASE BANK-ის ტრენინგი.
ტრენინგზე დამსწრე ადვოკატები „Case Bank”-ში დანერგილ სიახლეებს და პროგრამაში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ დირექტორი მარიამ ზანგალაძე, რომელიც, 2009 წლიდან „Case Bank”-ის განვითარებაზე მუშაობს.
სისტემა თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების მრავალმხრივი დამუშავება და ანალიზი.
„Case Bank“–ის განახლების მეორე ეტაპი 2016 წლიდან დაიწყო. 2017 წელს კი დაგეგმილია ვებ–აპლიკაციის განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ადვოკატებს „Case Bank“–ში მუშაობა არა მხოლოდ ოფისიდან, არამედ ინტერნეტით აღჭურვილი ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ. „Case Bank“–ის განახლება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
ჩვენი თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული სპეციალური სერიის მესამე გამოცემის შესახებ
ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგონებს! 

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 16 წელია მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას.