ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
CaseBank-ის ახალი ფუნქციონალის პრეზენტაცია
2016 წლის 21 დეკემბერს ჩვენი კომპანიის ოფისში გაიმართა პრეზენტაცია იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - CaseBank-ის ახალი ფუნქციონალის გაცნობის მიზნით.
2016 წლის 21 დეკემბერს ჩვენი კომპანიის ოფისში გაიმართა პრეზენტაცია იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - CaseBank-ის ახალი ფუნქციონალის გაცნობის მიზნით. სისტემის მოდიფიკაცია განხოციელდა UNDP-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (EU-UNDP Projects – Human Rights for All and Access to Justice).
იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - CaseBank იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს 2009 წლიდან. ამ დროიდან დაწყებული მიმდინარეობს მისი განვითარება სამსახურის ფუნქციების ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად.
სისტემის ახალი ფუნქციონალი დაკავშირებულია საქართველოს იურიდიული სამსახურის ე.წ მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა(რეესტრის ადვოკატთა) მიერ ნაწარმოები საქმეების სისტემაში აღრიცხვის შესაძლებლობასთან. ამასთან დაკავშირებით მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება სამსახურის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების დატრენინგება CaseBank-ის გამოყენებაში და მათი სისტემაში ავტორიზებულ მომხმარებლებად ჩართვა, რაც შესაძლებლობას მისცემს სამსახურს ჰქონდეს იურიდიული საქმისწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზა და მასზე დაყრდნობით დაამუშავოს ინფორმაცია.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის