შატილში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილისთვის …

25 ივლისი 2022

იდეა დიზაინ ჯგუფის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ოჯახს მხარდასაჭერად დენის გენერატორი გადავეცით საჩუქრად. 

შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი), კლდეზე შეფენილი ისტორიული სოფელი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. საფირმო პიტნის ჩაი თავშალა, კრაზანა, დეკა და თვალწარმტაცი ხედები, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. 
 
დღეს ჩვენი მასპინძლები მარგარეტ დაიაური და გიორგი ჭინჭარაული არიან,
ახალგაზრდები, რომლებიც მთის სიყვარულმა რამდენიმე წლის წინ შატილში დააბრუნა.
მარგარეტი და გიორგი მთაში პირველი წყვილია, რომელმაც ოჯახი შექმნა. ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები ამ უნიკალურ ადგილას დაფუძნებას გეგმავდნენ.
 
თუმცა თბილ ისტორიაში ბევრი პრობლემაც გაჩნდა…
ალბათ ნახეთ “მთის ამბების” სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზე. 
https://fb.watch/eujaLgfInX/ 

ამ სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ჩვენი გმირები იძულებულები გახდნენ ემიგრაციაში წასვლაზე დაიწყონ ფიქრი, რადგან 21-ე საუკუნეში გადაულახავ დაბრკოლებად რჩება შუქი, გზა, პირველადი ჯანდაცვის სერვისი…
შატილი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, ამ ადგილის მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია, თუმცა ტურისტული ბიზნესი ჩავარდა, რადგან უგზოდ და უშუქოდ  დარჩენილ სოფელს აღარავინ სტუმრობს.
 
როდესაც მარგარეტის და გიორგის ისტორიის შესახებ შევიტყვეთ, იდეა დიზაინ ჯგუფის გუნდმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდა ოჯახის მხარდასაჭერად მათთვის დენის გენერატორი გვეჩუქებინა
 
კლდეზე შეფენილ სოფელში ჩვეული სტუმარ-მასპინძლობით დაგვხვდნენ.
ამ ადგილს უნდა ესტუმრონ ადამიანები, ამისათვის კი ისეთი ელემენტარული პირობებია საჭირო, როგორიცაა გზა და სინათლე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ტურისტმა და მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ქართული სამშენებლო ხელოვნების ეს ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი.
იმედი გვაქვს, რომ მარგარეტი და გიორგი შეძლებენ გაანათონ თავიანთი გარემო, ვიდრე ელექტრო ენერგიის მიწოდების შეფერხება მოგვარდება … 
 
ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ სირთულეების წარმოშობისას ერთმანეთის მხარში დადგომა და შესაძლებლობის ფარგლებში მცირედი წვლილის შეტანა, როგორც ამ ახალგაზრდების თანადგომით, ასევე სხვა მსგავს შემთხვევებში, გაგვაძლიერებს და დაგვაძლევინებს განსაცდელს. 
 
ჩვენი თხოვნაა დავეხმაროთ მათ, რომ არ მოუწიოთ ქვეყნის და იმ სოფლის დატოვება, სადაც ცხოვრება ერთმანეთს და მთას სამუდამოდ დაუკავშირეს.
ვფიქრობთ, რომ მათი ბრძოლისა და მოთმინების ძალაც მოიმატებს, თუ ისინი თანამემამულეების მხარდაჭერასა და გვერდში დგომას იგრძნობენ. 
ძალა ერთობაშია! 
ეს ამბავი პოზიტიურად უნდა დასრულდეს! ჩვენს ქვეყანას განსაცდელის გადალახვისა და გამარჯვების ისტორიები სჭირდება! 
ჩვენ ყველას გვჭირდება 
 
სიყვარულისთვის! #სიკეთეგადამდებია
 
თუ გექნებათ ამ ოჯახთან დაკავშირების სურვილი, მოგვწერეთ შეტყობინება ან გაგვიზიარეთ კომენტარებში და სიამოვნებით მოგავწდით მათ საკონტაქტო ინფორმაციას!
 
 

სიახლეები