ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტი დაიწყო…

31 აგვისტო 2022

პროექტის სამუშაოებს კომპანია “იდეა დიზაინ ჯგუფის” გუნდის წევრები განახორციელებენ. 

2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყო ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტი, რომელიც მოიცავს: ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს, ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლს, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლსა და თრუსოს ტრავერტინის ბუნების ძეგლს.

პროექტის სამუშაოებს კომპანია “იდეა დიზაინ ჯგუფის” გუნდის წევრები განახორციელებენ. 
 
2022 წლის 1 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი და რწმუნებულები, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და თრუსოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და  „იდეა დიზაინ ჯგუფის“ გუნდის წევრები.

შეხვედრაზე განიხილეს ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრების მიმდებარე ტერიტორიები, დაიგეგმა საველე სამუშაოების საორიენტაციო თანმიმდევრობა და განისაზღვრა კონკრეტულ უბნებზე საკომუნიკაციოდ უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირები.

ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის საველე სამუშაოები დაიწყება 5 სექტებერს.

სიახლეები

  • 23/5

    Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა

    23-24 მაისს უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამის Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა მონაწილეებმა რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების პროექტები წარადგინეს.

  • 1/5

    სპეციალური შეთავაზება FoodMenu - სგან (QR მენიუ კაფეებისა და რესტორნებისთვის)

    გსურთ თქვენი კაფის, რესტორნის ან ბარის მენიუ თანამედროვე, მრავალენოვანი და მარტივად სამართავი გახადოთ?

    🎁 სპეციალური შეთავაზება:
    დემო მოთხოვნის შემთხვევაში უახლოესი 1 თვის განმავლობაში მიიღებთ 1-თვიან უფასო მომსახურებას.