ქართული ღონისძიება სილიკონის ველზე!

27 ოქტომბერი 2023

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კალიფორნიაში, სილიკონის ველზე Google Cloud Campus-ის სივრცეში ჩატარდა Globalize-ის რიგით მეხუთე კონფერენცია.

გამოფენის მიზანი ტრადიციულად ქართული სტარტაპებისა და კომპანიების ხელშეწყობა და მხარდაჭერა გახლდათ, მათი სამომავლო განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და პარტნიორების მოძიებისა თუ სასარგებლო კავშირების დასამყარებლად.

აღნიშნულ კონფერენციაზე ქართულ კომპანიებსა და სტარტაპებს მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ და პირდაპირ დაესვათ შეკითხვები ინდუსტრიის ლიდერებისთვის, გაცნობოდნენ  გლობალური ტექნოლოგიების ტენდენციებსა და შესაძლებლობებს, შეხვედროდნენ უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს .

კონფერენციაზე 8 ქართულმა სტარტაპმა წარადგინა თავისი ინოვაციური იდეები გლობალურ სცენაზე ინვესტორების, ფონდის წარმომადგენლების თუ ინდუსტრიის ლიდერების წინაშე, ასევე გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ტექნიკურ მეწარმეთა მომავალ თაობებს.

ღონისძიება ასევე მოიცავდა რამდენიმე სექციას, სადაც ინვესტორებმა და ფონდების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენისა და შერჩევის ძირითადი ეტაპების პროცესში საყურადღებო საკითხებზე. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პირდაპირ დაესვა საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ პასუხები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 30 ოქტომბერს სანფრანცისკოში, საქართველოს საკონსულოში (Consulate General of Georgia in San Francisco) მოეწყო ქართული პროდუქციის გამოფენა.

გამოფენაზე წარდგენილი იყო გამორჩეული ქართული ღვინოებიუგემრიელესი ქართული კულინარიული ნაწარმი, ხელნაკეთი კერამიკული ნივთები, ტყავისა და ქსოვილის ორიგინალური აქსესუარები,  

ღონისძიებას დაესწრო იდეა დიზაინ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი - მარიამ ზანგალაძე.

მსგავსი ინიციატივები საუკეთესო საშუალებაა ბიზნესის განვითარების, გაფართოების, ახალი ტენდენციებისა და შესაძლებლობების გასაცნობად და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად იდეების განხილვის და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.”-მარიამ ზანგალაძე

სიახლეები

  • 10/12

    თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული მესამე სერია

    ჩვენი თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული სპეციალური სერიის მესამე გამოცემის შესახებ

  • 12/11

    Technovation Girls 2026-ის მხარდაჭერა

    ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგონებს! 🥰❤️

    🌍 Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 16 წელია მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას.