2026 წლის 12 ივლისს გაიმართა პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, რომელმაც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა.
ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, როგორც ციფრული ელჩები
წარმატებით დასრულდა „ციფრული ელჩების პროგრამის“ მოხალისე ახალგაზრდების პირველი ნაკადის ტრენინგი
ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში წარმატებით დასრულდა „ციფრული ელჩების პროგრამის“ ახალგაზრდების პირველი ნაკადის ორდღიანი ტრენინგი, რომელმაც თავი მოუყარა მოტივირებულ ახალგაზრდებს ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების, ინფორმაციის ეფექტიანი მოძიებისა და გამოყენების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული უსაფრთხოებისა და ონლაინ თანამშრომლობის მიმართულებით. თეორიული სესიები პრაქტიკულ აქტივობებთან იყო შერწყმული, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა რეალურ ამოცანებზე გამოეცადათ.
პროგრამის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს მცირე საინფორმაციო კამპანიების შექმნაზე. მათ შეიმუშავეს იდეები, მოამზადეს და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს კრეატიულობა, გუნდური მუშაობის უნარი და ინოვაციური ხედვა.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა „ციფრული ელჩის“ სერტიფიკატი. თუმცა, პროგრამა ამით არ სრულდება — ახლა ისინი საკუთარ სკოლებში, თემსა და სამეგობრო წრეში მიღებული ცოდნის გაზიარებასა და ციფრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას შეუდგებიან, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეუწყონ ხელი ციფრული უნარების განვითარებაში.
„ციფრული ელჩების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და მასწავლებლების გაძლიერებას, ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ადგილობრივი თემების მდგრად განვითარებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.
#GoGreen #CitizenScience #EcoLab #EnvironmentalMonitoring #Poti #Khobi
სიახლეები
-
12/7
-
11/7
გარემოს მონიტორინგის პირველი საველე გასვლა ფოთისა და ხობის დაკვირვების ლოკაციებზე
„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის ფარგლებში, 11 და 12 ივლისს ფოთსა და ხობში გარემოს მონიტორინგის პირველი საცდელი საველე დაკვირვება ჩატარდა.