ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
საქართველოში “Techstars Startup Weekend Tbilisi” გაიმართა
Startup Georgia-ს ინიციატივით საქართველოში 16-18 დეკემბერს პირველად გაიმართა "Techstars Startup Weekend Tbilisi".
საქართველოში 16-18 დეკემბერს Startup Georgia-ს ინიციატივით, პირველად გაიმართა "Techstars Startup Weekend Tbilisi".
ეს არის საერთაშორისო პრაქტიკად აღიარებული ფორმატის ღონისძიება, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ, 54 საათის განმავლობაში შექმნან და დააპილოტონ Startup-ები.
აღნიშნულ ღონისძიებას 50 მონაწილე ჰყავდა, მათ შორის იყო იდეა დიზაინ ჯგუფის პროექტების მენეჯერი, გვანცა გუგუნავა:
“2 დღის მანძილზე საინტერესო გამოცდილება მივიღე. 54 საათი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, რადგან იდეიდან უნდა შეგვექმნა სტარტაპი, რომელსაც ჟიურის წინაშე წარვადგენდით. ვიმუშავეთ გუნდურად, პროცესში გვაკვირდებოდნენ მენტორები და სწორ მიმართულებებს გვაძლევდნენ”.
“ტექსტარსი” მეწარმეების გლობალური ქსელია სტარტაპებისთვის და აერთიანებს 10 ათასზე მეტ მენტორს, ასობით ინვესტორსა და წარმატებულ სტარტაპს.
“ტექსტარსის სტარტაპ დღეების” დასკვნითი ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო “ტექსტარსის” მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპ იდეები.
ღონისძიების მონაწილე თითოეულ გუნდს, პარლამენტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება მსგავსი ღონისძიებები, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში Startup ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის