ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებსაიტისა და სასწავლო ვებპორტალის პრეზენტაცია
2015 წლის 6 მაისს თბილისში, მართლმსაჯულების სახლში გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებსაიტისა და სასწავლო ვებპორტალის პრეზენტაცია.
მართლმსაჯულების სახლში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ შეიქმნა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ (JILEP) პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
სასწავლო პორტალების სისტემის საშუალებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამიზნე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს (სამოსამართლო კანდიდატები, მოსამართლეები, თანაშემწეები და ა.შ) ექნება პირადი ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ისინი თავად შეძლებენ საკუთარი სასწავლო პროცესების მართვას.
მაგალითისთვის: სასწავლო პორტალების მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში მოხდება სამოსამართლო კანდიდატის (იუსტიციის მსმენელის) მიერ დავალებების მიღება, შესრულება და მათი შეფასება; ონლაინ რეჟიმში განხორციელდება სტაჟირების პროცესის შეფასება. ვებპორტალის ამუშავების შემდგომ, სკოლას ასევე საშუალება ექნება განახორციელოს გამოცდების როგორც ჩატარება, ასევე, შეფასება ელექტრონული ფორმით.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებგვერდი, ინფორმაციული თვალსაზრისით, მაქსიმალურად მორგებულია საზოგადოების ინტერესებზე, რაც უწყებას საშუალებას აძლევს სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოს პროაქტიულ რეჟიმში.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის