პარტნიორობა ცვლილებებისთვის, გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე

10 ნოემბერი 2023

საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA Georgia) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ (WFUNA) უმასპინძლეს ღონისძიებას სახელწოდებითპარტნიორობა ცვლილებებისთვის, გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე”.

საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA Georgia) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ (WFUNA) უმასპინძლეს ღონისძიებას სახელწოდებითპარტნიორობა ცვლილებებისთვის, გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე”.

კონფერენციის მთავარი თემა საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობა, პარტნიორობა და ის გავლენა რაც კერძო სექტორის ჩართულობამ შეუძლია მოუტანოს მდგრად განვითარებას, ლოკალური და გლობალური მასშტაბით ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, გენდერული თანასწორობა, ინოვაციების ხელმისაწვდომობა და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება მოესმინა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისთვის, რომლებმაც ისაუბრეს და გააზიარეს გამოცდილება ისეთ სტრატეგიულ თემებზე როგორიცაა:

  • სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
  • მდგრადი განვითარება, განათლების ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობა.
  • გენდერული თანასწორობა და თანაბარი ლიდერობის შესაძლებლობები ქალებისთვის
  • საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალი.
  • ინვესტიციები ტექნიკურ და პროფესიულ უნარებში.
  • ეკონომიკის გაძლიერება, მცირე და საშუალო საწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა ფინანსურ სერვისებზე.
  • კლიმატის ცვლილებები და ჯანმრთელობა.
  • ჯანდაცვა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
  • ინოვაციები მდგრადი მომავლისათვის, ქართული სტარტაპების ხელშეწყობა და გაძლიერება.

საქართველოს გაეროს ასოციაცია  (UNA Georgia)  არის გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA)  წევრი, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ქართველი ხალხის დემოკრატიულ წინსვლაზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაიცვას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფება, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს  კარგ მმართველობას  და საზოგადოების ჩართულობის სტიმულირებას.

აღნიშნული კონფერენცია ემსახურებოდა გაეროს წევრი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს თუ როგორ მიმდინარეობს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტ პუნქტიანი გეგმა, რაც გაერომ დაისახა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და უკეთესი მომავლის მისაღწევად

კონფერენციას დაესწრო იდეა დიზაინ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი - მარიამ ზანგალაძე.

სიახლეები