იდეა დიზაინ ჯგუფმა პარიზში Globalize EU Conference-ში მიიღო მონაწილეობა.
პარიზში GLOBALIZE-ს პირველი ევროპული კონფერენცია ჩატარდა
11 ივნისს Globalize-მა პარიზში პირველ ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც, "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის კონტინენტზე მცხოვრები წარმატებული ქართველები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები, სტარტაპერები, უცხოელი ინვესტორები.
კონფერენციაზე განხილული იყო ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები, კრიპტო ვალუტის საკითხები და სხვა საინტერესო თემები.
სპიკერებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იდეა დიზაინ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი - მარიამ ზანგალაძე და პროექტების მენეჯერი - გვანცა გუგუნავა.
“მსგავსი ინიციატივები საუკეთესო შესაძლებლობაა ბიზნესის განვითარების, გაფართოების, ახალი ტენდენციებისა და შესაძლებლობების გასაცნობად და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
კონფერენცია იყო ინფორმატიული, ინტერაქტიული, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეცნო და კომუნიკაცია დაგვემყარებინა ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინიციატივებისა და იდეების განხილვის და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით“, - მარიამ ზანგალაძე.
Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.
სიახლეები
-
10/12
თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული მესამე სერია
ჩვენი თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული სპეციალური სერიის მესამე გამოცემის შესახებ
-
12/11
Technovation Girls 2026-ის მხარდაჭერა
ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგონებს!


Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 16 წელია მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას.