„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის ფარგლებში, 11 და 12 ივლისს ფოთსა და ხობში გარემოს მონიტორინგის პირველი საცდელი საველე დაკვირვება ჩატარდა.
„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა
2026 წლის 12 ივლისს გაიმართა პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, რომელმაც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა.
2026 წლის 12 ივლისს, ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა პროექტის „მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება, რომელმაც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები გააერთიანა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელმა ნანა დიხამინჯიამ და კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის დირექტორმა მარიამ ზანგალაძემ მონაწილეებს გააცნო პროექტის მიზნები, ამოცანები, დაგეგმილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული უნარების განვითარების, სამოქალაქო მეცნიერების (Citizen Science) მიდგომების დანერგვისა და გარემოსდაცვითი მონაცემების გამოყენების მნიშვნელობას ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების პროცესში.
ციფრული ტექნოლოგიების ტრენერმა ლილი ფულარიანმა ისაუბრა თანამედროვე ციფრული კომპეტენციების მნიშვნელობაზე განათლების სფეროში, ხოლო სამოქალაქო მეცნიერების ტრენერმა გიორგი ღამბაშიძემ მიმოიხილა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, გარემოს მონიტორინგისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ.
ღონისძიება ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელეს სკოლებისა და ადგილობრივი თემების საჭიროებებზე და წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომლებიც პროექტის განხორციელების პროცესში გათვალისწინებული იქნება. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობას.
პროექტის ფარგლებში ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და პედაგოგების ციფრული უნარების გაძლიერებას, სამოქალაქო მეცნიერების პოპულარიზაციას, GoGreen პლატფორმის დანერგვასა და ადგილობრივი თემების აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვით ინიციატივებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.
სიახლეები
-
11/7
-
11/7
მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის პირველი ტრენინგი
ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში წარმატებით დასრულდა მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის (Teacher Digital Ambassadors Programme) პირველი ორდღიანი ტრენინგი