ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
CaseBank-ის ტრენინგი თბილისში
2014 წლის 12 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებისათვის გაიმართა იურიდიული საქმისწარმოების განახლებული სისტემის (CASE BANK) ტრენინგი.
საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში 2009 წლიდან ფუნქციონირებს იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - CaseBank. 2014 წლის სექტემბერ-დეკემბერში კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით ნაწილობრივ განხორციელდა აღნიშნული სისტემის განახლება სამსახურში წამოჭრილი ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად.
სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით ქალაქ თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომელა ტრენინგი, სადაც .იდეა დიზაინ ჯგუფის წარმომადგენელმა მარიამ ზანგალაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენელმა ბორის მაჭარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს სისტემის განახლების შედეგად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისი მიმდინარე შედეგები. სისტემის განახლების პროექტი გაგრძელდება 2015 წელს.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის