2014 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებისათვის გაიმართა იურიდიული საქმისწარმოების განახლებული სისტემის (CASE BANK) ტრენინგი.
2014 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებისათვის გაიმართა იურიდიული საქმისწარმოების განახლებული სისტემის (CASE BANK) ტრენინგი.
საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში 2009 წლიდან ფუნქციონირებს იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - CaseBank. 2014 წლის სექტემბერ-დეკემბერში კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით ნაწილობრივ განხორციელდა აღნიშნული სისტემის განახლება სამსახურში წამოჭრილი ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად.
სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით ქალაქ ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომელა ტრენინგი, სადაც .იდეა დიზაინ ჯგუფის წარმომადგენელმა მარიამ ზანგალაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენელმა ბორის მაჭარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს სისტემის განახლების შედეგად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისი მიმდინარე შედეგები. სისტემის განახლების პროექტი გაგრძელდება 2015 წელს.
მიმდინარე წლის 27 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურ საქმეთა თბილისის ბიუროს ოფისმა ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის (Case Bank 8.0) პრეზენტაცია გაიმართა.