2023 წლის 1 აპრილს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურმა გასული ოთხი წლის საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა.
იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია
ღონისძიებაზე ამ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და პროექტები შეჯამდა. შედეგები კი, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სიმონიამ და ასევე ყოფილმა დირექტორმა, ახლა უკვე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა - რაჟდენ კუპრაშვილმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, ნამდვილად მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავებული შეფასების სისტემის დანერგვის მხრივ, რომელიც მოწვეული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდანაც პოზიტიურად შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდი 10 წელზე მეტს ითვლის .
იდეა დიზაინ ჯგუფი საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობს 2009 წლიდან, როდესაც ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით დავიწყეთ იურიდიული საქმისწარმოების მართვისა და მონიტორინგის სისტემის (CASE BANK) დეველოპმენტი, რომელიც 2010 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ მიმდინარეობს სისტემის განვითარება-გაფართოება და ტექნიკური მხარდაჭერა იურიდიული სამსახურის საქმიანობის გაფართოების პარალელურად, რომელიც სხვადასხვა დროს მხარდაჭერილი იყო UNDP-სა და USAID-ს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრო იდეა დიზაინ ჯგუფის ხელმძღვანელი - მარიამ ზანგალაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველოში უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური უძღვება, ჩვენმა კომპანიამაც შეიტანა წვლილი.
სიახლეები
-
23/5
Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა
23-24 მაისს უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამის Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა მონაწილეებმა რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების პროექტები წარადგინეს.
-
1/5
სპეციალური შეთავაზება FoodMenu - სგან (QR მენიუ კაფეებისა და რესტორნებისთვის)
გსურთ თქვენი კაფის, რესტორნის ან ბარის მენიუ თანამედროვე, მრავალენოვანი და მარტივად სამართავი გახადოთ?
🎁 სპეციალური შეთავაზება:
დემო მოთხოვნის შემთხვევაში უახლოესი 1 თვის განმავლობაში მიიღებთ 1-თვიან უფასო მომსახურებას.