საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა.
ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაცია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეჯამდა. შედეგები კი, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ნამდვილად შთამბეჭდავია:
2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ქართული სტრატაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებენ ფინანსური ინდიკატორები. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სტარტაპების შემოსავალი 120 მილიონი ლარია, შემოსავალი მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაციით და ამ თანხაში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები.
ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს.
გვინდა ყურადღება გავამახვილოთ სააგენტოსთვის სპეციალურად შექმნილ გრანტების მართვის ვებპორტალზე https://grants.gov.ge/ , რომელიც სააგენტოს ძირითადი სამუშაო პლატფორმაა საგრანტო დაფინანსების განცხადებების გამოქვეყნების, დაინტერესებული პირების მიერ შესაბამისი აპლიკაციების შემოტანის, შეფასებისა და შემდგომ გამარჯვებული ანუ დაფინანსებული სტარტაპების მიერ პროექტების განხორციელების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
იდეა დიზაინ ჯგუფი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს 2017 წლიდან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა სწორედ გრანტების მართვის ვებპორტალი (https://grants.gov.ge/), რომლის განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე ერთობლივი მუშაობა კვლავაც გრძელდება.
მოხარული ვართ, რომ საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის შექმნისა და განვითარების მნიშვნელოვან საქმეში ჩვენმა კომპანიამაც შეიტანა წვლილი.
სიახლეები
-
27/3
შეხვედრა ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციასთან იურიდიული დახმარების სპეციალურ საქმეთა ბიუროში
მიმდინარე წლის 27 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურ საქმეთა თბილისის ბიუროს ოფისმა ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.
-
1/12
განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის CaseBank-ის პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის (Case Bank 8.0) პრეზენტაცია გაიმართა.