გის და დისტანციური ზონდირებისა ХVI საერთაშორისო კონფერენცია

9 ნოემბერი 2015

2015 წლის 9 ნოემბერს - გაიმართა გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრის - "გეოგრაფიკის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური  მეთექვსმეტე საერთაშორისო კონფერენცია.

 

2015 წლის 9 ნოემბერს - გაიმართა გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრის - "გეოგრაფიკის" მიერ ორგანიზებული გის და დისტანციური ზონდირების მომხმარებელთა ყოველწლიური მეთექვსმეტე საერთაშორისო კონფერენცია. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივი, კერძო და სახელმწიფო სექტორის, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა.

კონფერენციაზე განიხილეს გის და დისტანციური ზონდირების სფეროში ბოლო პერიოდში გამოკვეთილი სიახლეები და თანამედროვე  ტენდენციები, მათი გამოყენების შესაძლებლობები , ასევე ამ ტექნოლოგიების  სამომავლოდ განვითარების გეგმები და პერსპექტივები.

მომხსენებლებმა სხვადასხვა კომპანიებიდან მათ მიერ განხორციელებული პროექტების განხილვის საფუძველზე წარმოადგინეს გის-ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაჩინო მაგალითები.

 „იდეა დიზაინ ჯგუფის’’ ექსპერტებმა ნიკა არევაძემ და დავით სვანაძემ მიმოიხილეს კომპანიის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტები გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

სიახლეები