ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
გარემოს მონიტორინგის პირველი საველე გასვლა ფოთისა და ხობის დაკვირვების ლოკაციებზე
„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის ფარგლებში, 11 და 12 ივლისს ფოთსა და ხობში გარემოს მონიტორინგის პირველი საცდელი საველე დაკვირვება ჩატარდა.
„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის ფარგლებში, ხობსა და ფოთში ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით გარემოს მონიტორინგის პირველი საცდელი საველე დაკვირვება განხორციელდა..
საველე მოკცლეცაში მონაწილე ახალგაზრდებმა STEM ტრენერის - გიორგი ღამბაშიძისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით EcoLab-ის გარემოსდაცვითი სენსორების გამოყენებით ჰაერისა და წყლის მაჩვენებლების შედეგები შეაგროვეს წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე. მონიტორინგის ადგილები განისაზღვრა მონაწილეთა უსაფრთხოების, ასევე მრავალფეროვან გარემო პირობებზე დაკვირვებისა და მონაცემების შეგროვების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
საველე დაკვირვებისას მონაწილეებმა განახორციელეს გარემოს პარამეტრების გაზომვა, შეავსეს საველე ჩანაწერები, მოამზადეს ფოტოდოკუმენტაცია და პრაქტიკაში გამოიყენეს ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა.
აღნიშნული აქტივობა გარემოს მონიტორინგის პირველი ციკლის საველე ეტაპს წარმოადგენდა. მომდევნო ეტაპზე მონაწილეები გააანალიზებენ შეგროვებულ მონაცემებს, მოამზადებენ მონიტორინგის ანგარიშსა და ვიზუალურ მასალებს, რომელთა პრეზენტაცია გაიმართება სკოლებში და გამოქვეყნდება GoGreen ვებპორტალზე.
პროექტის ფარგლებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაგეგმილია გარემოს მონიტორინგის კიდევ სამი ციკლის განხორციელება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა სეზონზე შეგროვებული მონაცემების საფუძველზე გარემოში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ და საზოგადოებას გაუზიარონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის