ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის CaseBank-ის პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის (Case Bank 8.0) პრეზენტაცია გაიმართა.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის (Case Bank 8.0) პრეზენტაცია გაიმართა.
იდეა დიზაინ ჯგუფის პროექტის მენეჯერებმა მარიამ ზანგალაძემ და გვანცა გუგუნავამ იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის თანამშრომლებს დეტალურად წარუდგინეს იურიდიულის საქმისწარმოების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი საოპერაციო და ანალიტიკური ფუნქციონალი.
იურიდიული საქმისწარმოების სისტემის მიმდინარე წლის მასშტაბური განახლების დეველოპმენტი კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფმა განახორციელა ევროსაბჭოსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ შექმნილი იურიდიული საქმისწარმოების სისტემა Case Bank საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში 2009 წლიდანაა დანერგილი და მას შემდეგ, პერიოდულად ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობით ვითარდება და ფართოვდება იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილების ზრდასა და ბიზნეს-პროცესების განვითარების კვალდაკვალ.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის