ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
გაიცანით Poti TechnoWave 2026-ის ტრენერები და ექსპერტები
Poti TechnoWave 2026-ის პროგრამას გაუძღვებიან სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და ტრენერები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ
Poti TechnoWave 2026 ფოთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული უნარებისა და პრაქტიკული სწავლების გარშემო გააერთიანებს.
Poti TechnoWave 2026-ის პროგრამას გაუძღვებიან სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და ტრენერები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთან ერთად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებზე, ექსპერიმენტებსა და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე.
Poti TechnoWave 2026-ის ტრენერები არიან:
ნანა დიხამინჯია — პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, განათლების ექსპერტი, მათემატიკის დოქტორი. ბანაკის ფარგლებში იგი მონაწილეებთან იმუშავებს მომავლის ტექნოლოგიურ პროფესიებზე, Arduino-სა და მიკროკონტროლერებზე, კვანტურ ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე სასკოლო და სათემო ინიციატივებში.
ლილი ფულარიანი — პროექტის ციფრული უნარების განვითარების კონსულტანტი და პრაქტიკული ციფრული ტექნოლოგიების ტრენერი. მისი სესიები შეეხება ციფრულ უსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლიან გამოყენებას, ასევე AI-ზე დაფუძნებული ციფრული რესურსების შექმნას.
გიორგი ღამბაშიძე — პროექტის სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი და აგრარული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეებს გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს, გარემოზე დაკვირვების თანამედროვე ინსტრუმენტებსა და გარემოსდაცვით მონაცემებთან მუშაობის შესაძლებლობებს გააცნობს.
გიორგი წიკლაური — მომავალი ინჟინერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და მიკროკონტროლერების ტრენერი. ბანაკის ფარგლებში იგი მონაწილეებთან ერთად იმუშავებს Arduino-სა და მიკროკონტროლერებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ აქტივობებზე და კვანტური ტექნოლოგიების თემებზე.
ტრენერებთან ერთად მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნურ ინტელექტს, Arduino-ს, ციფრულ უსაფრთხოებას, გარემოსდაცვით და კვანტურ ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებს. ისინი ასევე იმუშავებენ სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტთან და განიხილავენ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში და რეალური სასკოლო თუ სათემო გამოწვევების საპასუხოდ.
Poti TechnoWave 2026 მხოლოდ თეორიულ სწავლებაზე არ იქნება ორიენტირებული. ბანაკის პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ სამუშაოს, ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს, ინდივიდუალურ და გუნდურ დავალებებს, დისკუსიებსა და საკუთარი იდეების შემუშავებას. ამგვარი ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში გამოსცადონ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გზები საკუთარ ინტერესებსა და ადგილობრივ საჭიროებებს დაუკავშირონ.
Poti TechnoWave 2026 ორგანიზებულია კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ, APM Terminals Poti-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის