ააიპ “ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის” პრეზენტაცია

31 მაისი 2015

2015 წლის 31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ორგანიზაცია ააიპ “ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის” ოფიციალური პრეზენტაცია.

2015 წლის 31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ორგანიზაცია ააიპ “ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის” ოფიციალური პრეზენტაცია.

ასოციაციის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე სამართალშემოქმედებით სფეროში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სასამართლო სისტემასა და იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ასოციაცია თანამშრომლობს კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფთან ბრენდინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა ასოციაციის ლოგო და ვებსაიტი.

ჩვენი კომპანია წარმატებებს უსურვებს ასოციაციას მათ საქმიანობაში და იმედს იტოვებს,  რომ მომავალში გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა.

სიახლეები