ჩვენი საყვარელი პროექტი Technovation Girls ბრუნდება ერთწლიანი პაუზის შემდეგ. 
ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგონებს! 

ამჯერად Technovation Girls 2026-ს მასპინძელის საქართველოს უნივერსიტეტი, წინა წლებში ალტე უნივერსიტეტისა და უფრო ადრე ილია უნის მსგავსად, სხვა მხარდამჭერებთან ერთად ჩვენი კომპანია სიხარულით ჩაებმება პროექტის ფარგლემბში გოგონების გუნდების მიერ წარდგენილი ნამუშაევრების შეფასების, გამარჯვებულთა გამოვლენისა და დასაჩუქრების პროცესში <3.
აქვე უცვლელად გთავაზობთ საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებას <3 :
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას გუნდის მენტორებზე Technovation Girls 2026-სთვის!
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 16 წელია მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში, საბოლოო ნამუშევრის სახით, გუნდები შექმნიან მობილურ აპლიკაციას და/ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს, დაწერენ ბიზნეს გეგმას და წარადგენენ მას რეგიონალური ჟიურის წინაშე.
თუ გსურთ, ჩაერთოთ პროექტში, როგორც მენტორი, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://bit.ly/4oIvwli
მონაწილეობის მისაღებად მენტორი უნდა იყოს სრულწლოვანი.
რეგისტრაცია შესაძლებელია 20 ნოემბრის ჩათვლით.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: technovation@ug.edu.ge
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://technovationchallenge.org/