ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის
Poti TechnoWave 2026 ბანაკის მიზანია მონაწილეებს გააცნოს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები, განუვითაროს პრაქტიკული ციფრული უნარები და აჩვენოს, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება განათლებაში, გარემოზე დაკვირვებასა და სასკოლო თუ სათემო ინიციატივებში.
Poti TechnoWave 2026-ის პროგრამა მოიცავს:
-
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ უსაფრთხოების პრაქტიკულ გამოყენებას;
-
ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გაცნობასა და სასწავლო პროცესში მისი ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკას;
-
გარემოზე ზრუნვისა და დაკვირვების თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების, ინტერაქტიული რუკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის აპლიკაციების გაცნობასა და გამოყენებას;
-
სასკოლო და სათემო ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ეტაპების გაცნობას.
ბანაკის ინტერაქტიული და პრაქტიკული ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, იმუშაონ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგობრივ ექსპერტებთან და ტრენერებთან, პრაქტიკაში გამოსცადონ სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტი და მათთან ერთად იმსჯელონ განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.
Poti TechnoWave 2026 ქმნის სივრცეს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გასაზიარებლად და იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება მათ სკოლებსა და ადგილობრივ თემებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
Poti TechnoWave 2026 ორგანიზებულია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ მიერ, APM Terminals Poti-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.
სიახლეები
-
31/8
-
29/8
ხობში EcoLab სენსორებით გარემოს მონიტორინგის მეორე საველე გასვლა განხორციელდა
სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის მოხალისეებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს.