GIS (გეოსაინფორმაციო სისტემები) წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მსოფლიო ორგანიზაციები ახორციელებენ სამყაროს მახასიათებლების ვიზუალურ გამოსახვას, მოდელირებასა და მიმდინარე ცვლილებების ანალიზს.
GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) საბაზისო ტრენინგ კურსი
GIS (გეოსაინფორმაციო სისტემები) წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მსოფლიო ორგანიზაციები ახორციელებენ სამყაროს მახასიათებლების ვიზუალურ გამოსახვას, მოდელირებასა და მიმდინარე ცვლილებების ანალიზს. GIS-ის გამოყენებით შესაძლებელია ახლად მოძიებული ნედლი მონაცემები ქმედით ინფორმაციად გადავაქციოთ, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას.
სწორედ ამიტომ იდეა დიზაინ ჯგუფი გთავაზობთ GIS-ის საბაზისო კურსს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შეისწავლოთ ArcGIS Desktop (10.6) პროგრამული პაკეტი, მონაცემთა ბაზების მოდელირების პრინციპები და გის ანალიზის ელემენტები.
კურსს წაუძღვება გეოსაინფორმაციო სისტემების სერტიფიცირებული ექსპერტი ნიკოლოზ არევაძე.
კურსი შეიცავს:
- ArcGIS პროგრამული პაკეტის მიმოხილვა და მონაცემთა ბაზების მოდელირების ზოგადი თეორიული საკითხების გაცნობა;
- გის პროგრამების ფუნქციონალის განხილვა -
- სივრცითი და ატრიბუტული მონაცემების დათვალიერება, ორგანიზება, მართვა, რედაქტირება, სიმბოლიზაცია;
- წარწერებთან მუშაობა;
- რუკის კომპოზიცია;
- საკადასტრო ნახაზის აგება;
- რასტრულ მონაცემებთან მუშაობა;
- სივრცითი ანალიზის შესაძლებლობების განხილვა;
დეტალურ ინფორმაციას სრული კურსის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
კურსი შედგება 15 შეხვედრისგან, რომელიც მოიცავს ლექციასა და პრაქტიკულ დავალებას (ერთი შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი).
სრული კურსის ღირებულება შეადგენს 600 ლარს.
სიახლეები
-
23/5
Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა
23-24 მაისს უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამის Technovation Girls Georgia 2026-ის ეროვნული ფინალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა მონაწილეებმა რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების პროექტები წარადგინეს.
-
1/5
სპეციალური შეთავაზება FoodMenu - სგან (QR მენიუ კაფეებისა და რესტორნებისთვის)
გსურთ თქვენი კაფის, რესტორნის ან ბარის მენიუ თანამედროვე, მრავალენოვანი და მარტივად სამართავი გახადოთ?
🎁 სპეციალური შეთავაზება:
დემო მოთხოვნის შემთხვევაში უახლოესი 1 თვის განმავლობაში მიიღებთ 1-თვიან უფასო მომსახურებას.