EMME მესამე წლის გენერალური ასამბლეა

28 მარტი 2012

2012 წლის 28-30 მარტს, სტამბულში (თურქეთი) შეიკრიბა EMME მესამე წლის გენერალური ასამბლეა

 

EMME (Earthquake Model of the Middle East Region - ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიწისძვრების მოდელი) არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  სეისმური საშიშროების, სტრუქტურულ დაზიანებებთან დაკავშირებული რისკების,  მსხვერპლის და ეკონომიკური ზარალის შეფასებას; ასევე შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებების შედეგიანობის შეფასებას.  

იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტები მხარს უჭერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტს EMME პროექტში გეოსაინფორმაციო (გის) და გამოთვლითი ამოცანების გადაჭრის კუთხით.  გენერალური ასამბლეის მესამე წლის სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ევროპული ტაქსონომიის მიხედვით კლასიფიცირებული შენობების გეომონაცემთა ბაზა საქართველოსთვის; ასევე, 1991 წლის რაჭის მიწისძვრის სატესტო მოდელის შედეგები, რომელიც მიღებულ იქნა ELER პროგრამული პაკეტის გამოყენებით.  წარდგენილი ასახავს გვიჩვენებს ამ რეგიონში შენობების დაზიანების ხარისხის შეფასებას, სხვადასხვა სცენარებისათვის.

სიახლეები