2012 წლის 13-14 სექტემბერს კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფმა ჩაატარა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სახლში; შედეგად, ფუნქციონირება დაიწყო იურდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემამ (CaseBank V2.0).
CaseBank V2.0 დაინერგა ადამიანის უფლებათა სახლში
2012 წლის 13-14 სექტემბერს კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ ადამიანის უფლებათა სახლში ჩატარდა ტრენინგები და ფუნქციონირება დაიწყო იურდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემამ - CaseBank V2.0
აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EVMI) ფინანსური მხარდაჭერით, რომელმაც დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმისწარმოების სისტემის დანერგვისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამუშოები.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის იურიდიული საქმისწარმოების სისტემის მოდიფიკაციისა და განახლების სამუშაოები დააფინანსა ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული იურიდიული საქმისწარმოების საინფრომაციო სისტემის (CaseBank) მეშვებოთ ადამიანის უფლებათა სახლში მნიშვნელოვნად მოწესრიგდება ინფორმაციის ადმინისტრირებისა და ანალიზის პროცესები, რაც საშუალებას მისცემს იურისტებს უფრო ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა.
სიახლეები
-
1/5
სპეციალური შეთავაზება FoodMenu - სგან (QR მენიუ კაფეებისა და რესტორნებისთვის)
გსურთ თქვენი კაფის, რესტორნის ან ბარის მენიუ თანამედროვე, მრავალენოვანი და მარტივად სამართავი გახადოთ?
🎁 სპეციალური შეთავაზება:
დემო მოთხოვნის შემთხვევაში უახლოესი 1 თვის განმავლობაში მიიღებთ 1-თვიან უფასო მომსახურებას. -
10/12
თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული მესამე სერია
ჩვენი თბილისის საავტორო რუკის Magic Roads-ისთვის ბრენდირებული სპეციალური სერიის მესამე გამოცემის შესახებ