საველე აზომვები და მონაცემთა შეგროვება
სერვისი
შიდა აზომვა
კერძო და კორპუსის ბინების, სხვენების, სარდაფების, სათავსოების, ავტოფარეხების და ა. შ. შიდა აზომვითი სამუშაოები. ოთახების ფართობისა და განლაგების დადგენა და შესაბამისი ნახაზების მომზადება.
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვა
კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, სალეგალიზაციო, გასამიჯნი, გაერთიანებული და ა. შ. მიწების აზომვითი სამუშაოები და შესაბამისი საკადასტრო ნახაზების მომზადება.
გამიჯვნა,გაერთიანება,ნახაზების დამზადება
მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების ფართის გამიჯვნისა და გაერთიანებისთვის საჭირო აზომვითი სამუშაოები და შესაბამისი საკადასტრო ნახაზების მომზადება.
დაკვალვა
ნაკვეთის კოორდინატების განსაზღვრა, კუთხეების მონიშვნა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წითელი ხაზების დადგენა ნაკვეთის პოვნის, საზღვრების დადგენის და ღობის სწორად გავლების მიზნით.
ტოპოგრაფიული გეგმა
ტოპოგრაფიული ნახაზის შესაქმნელად საჭირო საველე სამუშაოების შესრულება და 1:500 მასშტაბის შესაბამისი რუკის მომზადება.
ჰიდროლოგიური კვეთების აგება
ჰიდროლოგიური გრძივი და განივი კვეთების (პროფილების) ასაგებად საჭირო საველე სამუშაოების შესრულება და შესაბამისი ნახაზების მომზადება.
ბაღის განაშენიანების აზომვა/პროექტირება
მრავალი პროექტის ფარგლებში, აუცილებელია ველზე მონაცემების შეგროვება (ინვენტარიზაცია). ნებისმიერ ორგანიზაციაში, მონაცემთა მართვის წარმატებული პროცესისთვის მნიშვნელოვანია უახლეს ინფორმაციასთან წვდომა, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი საველე ჯგუფები.
ჩვენ გვყავს ველზე მომუშავე სპეციალისტებისა და მენეჯერების ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ტიპის საველე სამუშაოების დაგეგმვისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.
AZOM-DAZOME