ლოგოს დამზადება
სერვისი
ჩვენ გთავაზობთ ორიგინალური და დახვეწილი ლოგოს დიზაინს, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენი ბრენდის ორიგინალურობისა და საქმიანობის ჩვენებაზე.
-
მორგებულია მომხმარებელზე
ჩვენთან ლოგოს დამზადება და კლიენტის აზრი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თითოეულ კლიენტს აქვს საკუთარი მოთხოვნები, სურვილები და საჭიროებები. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ლოგო, რომლის კონცეფცია და არსი ოპტიმალურად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს.
-
ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებს
თანამედროვე გრაფიკული დიზაინი არის დინამიური მიმართულება. ის, რაც წარმატებული იყო 2019 წელს, შესაძლოა არაეფექტური იყოს 2020 წელს. ამიტომ, ჩვენი გრაფიკული დიზაინერები ცდილობენ შექმნან ლოგოს კონცეფცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
-
შეუძლია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
ლოგოს დიზაინი კონცეპტუალურად უნდა გადმოსცემდეს კომპანიის არსს. ამის მიღწევა შესაძლებელია ამა თუ იმ გრაფიკული ელემენტის გამოყენებით. ლოგოს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მათ აცნობოს, თუ რომელ კომპანიასთან / ბრენდთან აქვთ საქმე.
-
ხარისხი
ჩვენი ლოგოები შექმნილია ვექტორულ ფორმატში. ეს ნიშნავს, რომ ლოგოს ზომის ციფრული გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში, მისი ხარისხი არ გაფუჭდება. ასევე, ხარისხი ნიშნავს, რომ ლოგოები შექმნილია პროფესიონალთა მიერ.
-
ფორმატი
ლოგო გადაეცემა როგორც სამუშაო, ასევე საბეჭდი ფაილის სახით.
გავისაუბროთ
სწორად შექმნილი ლოგოს მახასიათებლები:
1. კომპანიის / ბრენდის სხვებისგან დიფერენცირება
ლოგო არის ის ელემენტი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ამა თუ იმ კომპანიის / ბრენდის სხვებისგან გარჩევაში. ლოგოს ნახვის შემდეგ, მომხმარებელს უნდა შეეძლოს განსაზღვროს კომპანიის / ბრენდის ხასიათი, მისი მომსახურების არეალი, ხარისხის დონე და სხვა.
2. ბრენდის აღიარება
მომხმარებლის მიერ, ბაზარზე კარგად განთავსებული ლოგოს ამოცნობა მარტივია. შესაბამისად, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს ისეთი სარგებლით, როგორიცაა: მომხმარებლის ერთგული დამოკიდებულება, შემოსავლების ზრდა, სტრატეგიული მოქმედებების გამარტივება. ლოგოს შექმნა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ამ სარგებელის მისაღებად.
3. სანდოობის დადამყარება
პროფესიონალურად შემუშავებული ლოგო, მომხმარებელთან თანამშრომლობის დასაწყებად, ერთ-ერთი ელემენტია. ეს თანამშრომლობა შესაძლოა ნიშნავდეს, როგორც უბრალოდ მომხმარებლის მიერ სამომხმარებლო ნივთის შეძენას, ასევე დიდი ხელშეკრულების გაფორმებას.
4. აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა
ხარისხიანი ლოგოს ერთ-ერთი ამოცანა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და გონებაში დარჩენაა.
5. ერთგული დამოკიდებულების შექმნა
გიჩნდებათ თუ არა ერთგული დამოკიდებულება შემდეგი ბრენდების მიმართ, მათი ლოგოების წარმოდგენით:
- Coca-Cola - Pepsi
- Toyota - BMW
- Tesco - Carrefour
6. მარკეტინგული საქმიანობის გამარტივება
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგად დამზადებული ლოგო იტვირთავს მთელ მარკეტინგულ საქმიანობას. არა, მაგრამ დელიკატურმა ლოგომ ნამდვილად შეიძლება გაამარტივოს მარკეტინგული კამპანიის განხორციელება და გახდეს მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.