გრაფიკული დიზაინი & ბრენდინგი
სერვისი
შექმენი ლოგოს, ეტიკეტის, ბროშურის, ლიფლეტის, ბანერის, ბრენდის სახელმძღვანელოს, და ა.შ. დიზაინი ჩვენთან.
თანამედროვე მსოფლიოში ბრენდინგი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესის, პროექტისა თუ ღონისძიების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობისა და მათ მიერ აღქმის უმთავრეს ინსტრუმენტს. ბრენდის სახელმძღვანელოსა და მასზე დაფუძნებული ბრენდული (კორპორატიული, პოლიგრაფიული თუ სარეკლამო) მასალების გამოყენება ნებისმიერი ბრენდის ინდივიდუალურობის მანიშნებელი კომპონენტია.
ჩვენ გთავაზობთ ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის შემუშავებას, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენი საქმიანობის უნიკალურობის ხაზგასმასა და თვითმყოფადი ხასიათის წარმოჩენაზე. ბრენდინგისა და დიზაინის სერვისით სარგებლობისას შეძლებთ მიიღოთ მრავალი სახის მომსახურება - დაწყებული ლოგოს დიზაინით, კორპორატიული ატრიბუტიკითა თუ საბეჭდი მასალებით, დასრულებული ერთიანი ბრენდული სახელმძღვანელოს შემუშავებით.