ქალაქ თბილისის სცენარი (მიწისძვრის საშიშროებისა და რისკის შეფასება)
სტატუსი: დასრულებული
პროექტის მიზანი იყო რისკის ელემენტების მონაცემთა ბაზის შექმნა, თბილისის სეისმური რისკის შეფასებისათვის.
პროექტის საწყის ეტაპზე, აუცილებელი იყო ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება გეოსაინფორმაციო სისტემებში. ტრენინგის მიზანი იყო გის მონაცემების დამუშავების შესწავლა. იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტებმა შეიმუშავეს სპეციალური სასწავლო კურსი და ჩაუტარეს სწავლება გეოფიზიკის ინსტიტუტის 10 სპეციალისტს. ტრენინგის შემდეგ, ჩვენი ექსპერტების ხელმძღვანელობით, დამუშავდა შენობების, კომუნალური ქსელების, ტრანსპორტის, მოსახლეობის განაწილებისა და ალბათური სეისმური საშიშროებების მონაცემები; მონაცემები განთავსდა ცენტრალიზებულ გეომონაცემთა ბაზაში. შემდგომში, მონაცემები განზოგადდა 1x1 კმ ბადის კვადრატებში და ჩატარდა სეისმური რისკის ინტეგრირებული ანალიზი. შედეგების ანალიზისა და საბოლოო წარდგენისთვის შეიქმნა მრავალი თემატური რუკა.
მოცემული პროექტი თბილისისთვის იყო საპილოტე; რისკის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა თანამედროვე მეცნიერული მიდგომა.
შესრულებული ამოცანები: |
ტექნოლოგია: |
|
|