ურბანული ტრანსპორტის მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნა

11 დეკემბერი 2017 - 11 დეკემბერი 2017

სტატუსი:  დასრულებული

პროექტის მთავარი ამოცანა იყო ქუჩათა ქსელის და ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია და გეოსაინფორმაციო სისტემის სახით ორგანიზება, შემდგომი მართვისთვის, დაგეგმარებისთვისა და მომსახურებისთვის.  

სამუშაოები განხორციელდა ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ანაკლიში, მესტიაში, მარნეულში, რუსთავსა და მცხეთაში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა (განახლდა) აღნიშნული ქალაქების საბაზო რუკები; შემუშავდა ქუჩებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეომონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც საკადასტრო სიზუსტის გრაფიკულ მონაცემს, ასევე დეტალურ ატრიბუტულ მონაცემებს; შეიქმნა სამაგიდო გეოსაინფორმაციო სისტემა და მრავალი თემატური რუკა; საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღიჭურვა კომპიუტერითა და გის ტექნოლოგიით;  ჩატარდა შესაბამისი ტრეინინგები სისტემის ადმინისტრატორებიესათვის, ოპერატორებისათვის და შესაბამისი მუნიციპალიტეტების საგზაო და ტრანსპორტის განყოფილებების თანამშრომლებისათვის.

შეგვორებული გრაფიკული მონაცემები მოიცავს:  ქუჩების შუახაზებს, ხიდებს, საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, ქუჩის განათებას, ავტობუსების გაჩერებებს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებს. 

შეგვორებული ატრიბუტული მონაცემები:  ქუჩის მდგომარეობა, სიგანე, ხიდების ტექნ. პარამეტრები, ტროტუარის სიგანე, ბორდიურების სიგანე/სიმაღლე, საგზაო ნიშნის კოდი, ქუჩის დახაზულობა, დეტალური მონაცემები ავტობუსების გაჩერებებზე და მარშრუტებზე და სხვა.  მონაცემების შეგროვების პროცესში გამოყენებული იყო ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული დეტალური კითხვარები (მონაცემთა მოდელი).  

საველე სამუშაოების დროს მოხდა თითოეული ობიექტის ფოტო გადაღება.

დამკვეთს გადაეცა შემდეგი ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერული ტექნიკა:

- ArcGIS Desktop 10.2 Basic Edition

- hp Workstation (desktop computer)

 

 

შესრულებული ამოცანები:
 
ტექნოლოგია:
 
  • მონაცემთა მოდელისა და ორენოვანი საველე ფორმების მიწოდება
  • საველე სამუშაოების ორგანიზება და ჩატარება     
  • მონაცემთა შეყვანა (GPS ანაზომების გადატანა გეოსაინფორმაციო სისტემაში, ატრიბუტული მონაცემების შევსება, ხარისხის კონტროლი)
  • რუკების დიზაინი და სამაგიდო გის-ის აგება
  • ArcGIS for Desktop (Basic)
  • MS Access