გრანტების მართვის ვებ პორტალის განახლება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პერსპექტიული, საინტერესო და ინოვაციური იდეების მქონე პირებისა და ორგანიზაციებისთვის ინტენსიურად აცხადებს კონკურსებს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს.
ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- საგრანტო კონკურსის გამოცხადება, დეტალური მოთხოვნებისა და პირობების გამოქვეყნება;
- დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და აპლიკაციის შეტანა;
- სააგენტოს მიერ მიღებული აპლიკაციების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა;
- გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროექტის განხორციელების სრული პერიოდის მონიტორინგი.
ჩვენმა გუნდმა სააგენტოს მიერ მოწოდებული დეტალურ ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობითა და პროექტის სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა ზემოთ აღწერილი სრული პროცესის მართვის მრავალ მომხმარებლიანი ვებ პორტალი., რომელიც შეიქმნა და ფუნქციონირებს 2018 წლიდან.
2020 წელს განხორციელდა პორტალის მაშტაბური განახლება. მოხდა მისი ფუნქციონალური მოქნილობისა და გრანტების დაკონფიგურირების მეტი პარამეტრის გათვალისწინება, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, (როგორიცაა საქართველოს საჯარო რეესტრი, საქართველოს სამოქალაქო რეესტრი, საქართველოს შემოსავლების სამსახური) ვებსერვისების ინტეგრაციის მეშვეობით სისტემაში სინქრონიზდება ყველა აუცილებელი ინფორმაცია.
გრანტების ვებპორტალის მეშვეობით შესაძლებელია:
- გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესაბამისი დეტალური ინფორმაციის გაცნობა,
- აპლიკანტად რეგისტრაცია და პროფილის შექმნა;
- აპლიკაციის გაგზავნა სასურველ საგანტო კონკურსზე;
- აპლიკაციის განხილვის ეტაპების თვალყურის დევნება;
- მონაცემთა დაზუსტება საჭიროების შემთხვევაში;
- განაცხადის განხილვის შედეგის მიღება.
ვებპორტალზე ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ანალიტიკური კითხვარების შედგენისა და ბენეფიციართა გამოკითხვის ონლაინ ჩატარების ინსტრუმენტი.
სტატუსი: მიმდინარე
გრანტების მართვის ვებპორტალი
შესრულებული სამუშაო: | ტექნოლოგია: |
|
|