სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის აზომვა და სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება

7 ივნისი 2021 - 19 ოქტომბერი 2021

ჩვენმა საველე გუნდმა განახორციელა საქართველოს უმსხვილესი ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის საკადასტრო აზომვა მაღალი სიზუსტის GPS აპარატურით, შეადგინა აზომილი ქსელის ციფრული GIS მოდელი და სარეგისტრაციო ნახაზები საქართველოს საჯარო რეესტრის მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად..

2021 წლის ივნისი - ოქტომბრის პერიოდში, ქვეყნის ხუთ რეგიონში (შიდა ქართლი, გურია, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი),აზომილი ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 2000 კილომეტრი, ხოლო საყრდენი კონსტრუქციების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია..

საკადასტრო ნახაზების მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, უკეთ დაიცვას მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და აწარმოოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება 1 200 000-ზე მეტი აბონენტისათვის.

„იდეა დიზაინ ჯგუფის“ გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროში სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ ინდივიდუალურ დამკვეთებს. ჩვენი გუნდი მზად არის აწარმოოს ნებისმიერი სირთულის საველე სამუშაოები იმისათვის, რომ სივრცით მოწყობასთან დაკავშირებული პროექტები წარმატებით განხორციელდეს.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის აზომვა და სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება