საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური ვებპორტალი და სასწავლო საკომუნიკაციო ვებპლატფორმა
დამკვეთი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
დონორი: EWMI-PRLoG, Council of Europe, USA Ambassy in Georgia
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მისიაა საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის გზით საადვოკატო საქმიანობაში.
კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც შექმნა ასოციაციის ოფიციალური ვებპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ასოციაცია აქვეყნებს მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან უაღრესად მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას. ამას გარდა ვებპლატფორმის ვიზიტორებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნებული ონლაინ აპლიკაციების შევსება და გაგზავნა, მაგალითად, როგორიცაა კომიტეტებისათვის მიმართვის ფორმა, საჩივარის ფორმა ეთიკის კომისიისთვის და აშ.
ვებპორტალზე დარეგისტრირება და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ ასოციაციის წევრ ადვოკატებსა და ადვოკატთა ბიუროებს, ხოლო მოქალაქეებს კი მარტივად შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია და მიიღონ ინფორმაცია ადვოკატზე ან საადვოკატო ბიუროზე.
2019-2020 წლებში იდეა დიზაინ ჯგუფის მიწერ ადვოკატთა ასოციაციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) (http://ewmi-prolog.org/ ) ფინანანსური მხარდაჭერით, ProLOG პროექტის ფარგლებში, შეიქმნა და დაინერგა სასწავლო-საკომუნიკაციო ვებპლატფორმა, რომელიც გათვალისწინებული ავტორიზებული მომხმარებლებლებისთვის (ადვოკატები, კურსის მსმენელები, ლექტორები, მენტორები და აშ) მოიცავს მათთვის საჭირო სრულ ინფორმაციას ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ტრენინგების, კურსების, კალენდრების, გამოკითხვების, მასალების, კრედიტების აღრიცხვის, დავალებების, და აშ შესახებ
2021 წელს გაგრძელდა ნაყოფიერი თანამშრომლობა და COVID19-თან დაკავშირებული პანდემიის პირობებში აღმოცენებული საჭიროებიდან გამომდინარე ასოციაციის ინიციატივითა და მოთხოვნით (საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით) იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატების მიერ პატიმრებითან ვიზიტების ონლაინ დაჯავშნის სპეციალური ვებაპლიკაცია (https://penitentiary.gba.ge/ ), რომლის ძირითადი მიზანი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტებზე მისული ადვოკატებისთვის განრიგის წინასწარი რეგულირება და მათი ადგილზე ლოდინის დროის მაქსიმალურად შემცირება.
აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებთან შეხვედრისა კალენდრისა და ხელმისაწვდომი შეხვედრის ოთახების რაოდენობის განსაზღვრა, რაც ადვოკატს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდეს ერთის მხრივ, მისთვის მოსახერხებელ და მეორეს მხრივ, კალენდარზე ხელმისაწვდომ დროს. ადვოკატს ასევე შეუძლია ვიზიტის ჯავშნის გაუქმება.
ამავე 2021 წელს ევროსაბჭოს (https://www.coe.int/ka/web/tbilisi ) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ასევე. ასოციაციის ეთიკის კომისიისთვის სპეციალური საქმისწარმოების მოდული, რომელის გაერთიანდა ასოციაციის ერთიან სასწავლო - საკომუნიკაციო ვებპორტალში და დაინერგა ეთიკის კომისიაში.
მისი მეშვეობით ეთიკის კომისია არეგისტრირებს და განიხილავს შემოსულ განაცხადებს ადვოკატების შესაძლო არასათანადოდ განხორციელებული საქმიანობის ან/და გადაცდომების შესახებ. აღნიშნულ მოდულში ჩაშენებულია კომისიის წევრების მიერ დოკუმენტებზე ერთობლივი მუშაობისათვის საჭირო ე.წ. მრავალი მომხმარებლის მიერ ერთდრულად ჩასწორების შესაძლებლობის მქონე ტექსტური რედაქტორი.
კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი განაგრძობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას შექმნილი IT პროდუქტების ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.
შესრულებული სამუშაო: |
ტექნოლოგია: |
|
|