სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პორტალის დიზაინი და დეველოპმენტი
🔎 გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პორტალი 👉 https://www.investinsamegrelo.ge.
პროექტის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემოს, შესაძლებლობებისა და შეთავაზებების შესახებ სრულყოფილი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდება. პორტალი აერთიანებს როგორც ზოგად ეკონომიკურ მონაცემებს, ასევე კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და სექტორების მიმოხილვას.
🖇️ ვებპორტალზე განთავსებულია რეგიონში მოქმედი კომპანიების პროფილები სხვადასხვა სექტორში — ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით. პლატფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ინვესტორებისთვის ინფორმაციის მარტივ ხელმისაწვდომობას.
🤩 მოხარული ვართ, რომ იდეა დიზაინ ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ამ მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმის შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.
💚 ვიმედოვნებთ, რომ საინვესტიციო პორტალი გახდება ეფექტური ინსტრუმენტი ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში.
|
შესრულებული სამუშაო: |
ტექნოლოგია: |
|
|
