სამაგიდო თამაში - თამაში ივრის ჭალაში დიზაინი
"საბუკო" ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა.
ივრის ჭალის ტერიტორიაზე ნიადაგის დაზიანების შესამცირებლად, "საბუკო" არაერთ გზას მიმართავს, რაშიც ფერმერების, მეცხვარეებისა და მიწის მფლობელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
მათთვის პრობლემებისა და გამოსავლების უკეთ საჩვენებლად "საბუკოს" დაკვეთით, იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა სამაგიდო თამაში - თამაში ივრის ჭალაში, რომელშიც მეცხვარემ თავისი ფარა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს.
მოთამაშეს, ივრის ჭალების მიმდებარედ, ჭაჭუნას აღკვეთილში, გზად უამრავი დაბრკოლება შეხვდება.
თამაში განკუთვნილია 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ჯგუფებისთვის.
www.behance.net/gallery/113609747/Board-Game-Playing-in-IORI
შესრულებული სამუშაო: |
ტექნოლოგია: |
|
|