საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

17 სექტემბერი 2022 - 31 დეკემბერი 2022

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით 2022 წლის სექტემბერ - დეკემბერის პერიოდში, განვახორციელეთ საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების პროექტი პარკის მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრის დაზუსტება, დაცული ტერიტორიიდან ამოირიცხა არატიპური ინფრასტრუქტურა, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნია ან არ შეესაბამება “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს - ეს ტერიტორიებია საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.

პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა საველე და კამერალური სამუშაოები, რაც მოიცავდა ველზე gps აპარატურის გამოყენებით ახალი საზღვრის ნიშნულების აღებას და ამოსარიცხი ან დასამატებელი ტერიტორიების აზომვას.

კამერალური სამუშაოებისას მომზადდა ეროვნული პარკის ახალ საზღვრებში რეგისტრაციისთვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, საზღვრის აღწერის დეტალური ტექნიკური ანგარიში და ეროვნული პარკის სადემონსტრაციო ტოპოგრაფიული რუკა.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს.

“ყაზბეგი” ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია გაეშურო თავგადასავლების საძიებლად და აღმოაჩინო საინტერესო და ულამაზესი ადგილები.

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის