მწვანე ვებპორტალი – ახალი შესაძლებლობა ფოთისა და ხობის ახალგაზრდებისთვის

25 სექტემბერი 2025 - 25 დეკემბერი 2025

🔎 UNDP-ის პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ხორციელდება, შეიქმნა მწვანე ვებპორტალი 👉 https://gogreen.ge.

პროექტის მიზანია საწყის ეტაპზე ფოთისა და ხობის ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების, პუბლიკაციების, კვლევებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე გარემოზე დაკვირვებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

🖇️ ვებპორტალში ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი სენსორების მონაცემებზე დაფუძნებული სპეციალური API, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გაეცნონ გარემოს მდგომარეობის ცალკეულ მაჩვენებლებს და უკეთ გაიაზრონ მიმდინარე გარემოსდაცვითი პროცესები. მონაცემების ვიზუალიზაცია დინამიურად ხორციელდება როგორც რუკაზე, ასევე ცხრილური ფორმით, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მათთვის საინტერესო დროის მონაკვეთის მიხედვით მოიძიონ და ჩამოტვირთონ მონაცემები შემდგომი დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზისთვის.

🤩 მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოგვეცა.

💚 ვიმედოვნებთ, რომ მწვანე ვებპორტალი ფოთისა და ხობის ახალგაზრდებისთვის სასარგებლო და ინსპირაციული რესურსი იქნება, ხოლო მომავალში მსგავსი გარემოზე დაკვირვების ინიციატივებით სხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებიც დაინტერესდებიან. 🌍

 

 შესრულებული სამუშაო:

        ტექნოლოგია:

  • მწვანე პორტალის ვებდიზაინი
  • მონაცემთა სამართავი პანელის შექმნა
  • გარემოზე დაკვირვების სენსორების მოწყობილობების გაზომვის შედეგების API-ს შექმნა და ინტეგრაცია
  • გარემოზე დაკვირვების სენსორებიდან შემოსული შედეგების მონაცემთა ბაზის შემუშავება და დემონსტრირება
  • Google Map საბაზო რუკის ინტეგრაცია და გარემოზე დაკვირვების სენსორების შედეგების Real time ვიზუალიზაციის უზრუნველყოფა
  • ვებპორტალის ტესტირება და ატვირთვა
  • მომხმარებელთა ტრენინგი
  • ვებპორტალის ტექნიკური მხარდაჭერა
  • Figma
  • HTML5/TypeScript
  • React/Tailwind CSS
  • PHP/MySQL
  • Laravel  Framework
  • Google Map
  • Google Analytics

 

მწვანე ვებპორტალი  – ახალი შესაძლებლობა ფოთისა და ხობის ახალგაზრდებისთვის