საკადასტრო და გეოდეზიური სამუშაოები საქართველოს მთის კურორტებზე
12
ივნისი
2019
-
25
დეკემბერი
2019
ჩვენმა საველე გუნდმა კიდევ ერთი პროექტი დაასრულა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და სვანეთში, მთის კურორტების კომპანიის ბალანსე არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების საველე აზომვებსა და კადასტრში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას.
ამას გარდა პროექტის ფარგლებში მომზადდა შენობა-ნაგებობების ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური არქიტექტურული ანაზომები და 3D ელექტრონული მოდელები. ასევე დაიკვალა საბაგიროს საყრდენი ანძები და შესრულდა საპროექტო გზების პროფილების ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოები.