კურსის "შესავალი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში“ დიზაინის შექმნა და Moodle LMS პლატფორმაზე გამოქვეყნება
პროექტის ფარგლებში იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა კურსის "შესავალი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში“ 11 მოდულის შესაბამისი მულტიმედია მასალა, მათ შორის, გრაფიკული სალექციო პრეზენტაციები, გახმოვანების ფაილები, ვიდეო ლექციები ანიმაციური ელემენტებით და კურსის ონლაინ სერტიფიკატის დიზაინი.
კურსი განთავსდა Moodle-ის სასწავლო მართვის სისტემაზე (LMS), პროექტის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. შესრულდა ტექნიკური სამუშაოები, როგორებიცაა პლატფორმის პარამეტრების კონფიგურაციის მოდიფიკაცია, საჭირო პლაგინების ინტეგრაცია და მოდულების შესაბამისი სასწავლო მასალების გამოქვეყნება. თითოეული მოდული მოიცავდა ლექციის ვიდეოჩანაწერს, ტესტების ბანკს, ქვიზებს და ავტომატურ საბოლოო შეფასებას, რაც ქმნის სრულყოფილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.
კურსში გათვალისწინებულია პერსონალიზებული სერტიფიკატის ავტომატური გენერაცია. კურსის სამომავლო ადმინისტრირების მიზნით იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა ადმინისტრატორის მომხმარებლის სახელმძღვანელო, რომელიც დეტალურად აღწერს კურსის ადმინისტრირებისა და გამოყენების ინსტრუქციებს, რაც ამარტივებს პლატფორმის მართვას და უზრუნველყოფს მისი გაფართოების შესაძლებლობას.
დონორი: DAI Global LLC (USAID National Governance Program)
ბენეფიციარი: Georgian Institute of Public Affairs (GIPA) - https://lll.gipa.ge/
შესრულებული სამუშაო: |
ტექნოლოგია: |
|
|