იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა - CaseBank
სტატუსი: მიმდინარე
იურიდიული საქმისწარმოების საინფორმაციო სისტემა CaseBank-ის პირველი ვერსია შეიქმნა 2009 წელს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
2010 წელს აღნიშნული სისტემა ითარგმნა ინგლისურ ენაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყანას საშჺალება ჰქონოდა გაცნობოდა პროგრამის ფუნქციონალობასა და შესაძლებლობებს.
CaseBank-ის მიმართ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული ინტერესის საფუძველზე, 2012 წელს, ფონდ "ღჲა საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, შემუშავებული იქნა CaseBank-ის მეორე ვერსია არასამთავრობო სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
2012-2013 წლებში CaseBank V2.0 დაინერგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თბილისელების ადვოკატსა და ადამიანის უფლებათა სახლში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დახმარებით.
2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდა საქართველოს იურიდიული სამსახურის იურიდიული საქმისწარომოების სისტემის (CaseBank V1.0) განახლება და მოდიფიკაცია ახალი რეალობისა და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
შესრულებული ამოცანები: |
ტექნოლოგია: |
|
|