ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სრული ტერიტორიის სქემა

14 დეკემბერი 2023 - 14 დეკემბერი 2023

წარმოგიდგენთ იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სრული ტერიტორიის სქემისა და დიზაინის შექმნის პროექტს.

აღნიშნული კოლეჯი ილია წინამძღვრიშვილის  მიერ 1883 წელს დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წლიდან მისივე სახელობის საჯარო კოლეჯის სტატუსს ატარებს. კოლეჯის არსებობა და მისი საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს რეგიონულ საგანმანათლებლო საჭიროებებს და ხაზს უსვამს დაწესებულების ერთგულებას პროფესიული განვითარებისა და პროფესიული განათლების მიმართ.

იდეა დიზაინ ჯგუფმა კოლეჯისთვის დაამზადა მისი სრული ტერიტორიის დეტალური სქემა და ბრენდირებული გარე ბანერი, რომელზეც დატანილია როგორც კოლეჯის მთავარი სასწავლო კორპუსი, ისე მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა ისტორიული შენობებით, სხვადასხვა კულტურული ძეგლებით თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით.

გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება მცირე წვლილი შეგვეტანა კოლეჯის იმიჯისა და ცნობადობის გაზრდის მხარდასაჭერად. 

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სრული ტერიტორიის სქემა