თბილისის ტურისტული რუკის ექსკლუზიური გამოცემა LUCA POLARE-სათვის

1 მარტი 2019 - 27 მარტი 2019

ტურისტულად აქტიური სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით იდეა დიზაინ ჯგუფმა ყველასათვის საყვარელ სანაყინეების ქსელ LUCA POLARE-სათვის შექმნა თბილისის რუკის ორიგინალური დიზაინი.

ლუკა პოლარეს რუკის გამოყენებით ტურისტები შეძლებენ მარტივად და კომფორტულად გადაადგილდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში და ეწვიონ ცხრავე სანაყინეს მთელი ქალაქის მასშტაბით. თბილისის სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ რუკაზე დატანილი საფეხმავლო მარშუტებით და მოიარონ დედაქალაქი ლუკა პოლარესთან ერთად.

 

თბილისის ტურისტული რუკის ექსკლუზიური გამოცემა LUCA POLARE-სათვის