თბილისის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ტურისტული რუკის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფეროა.
ვინაიდან ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფერო კარტოგრაფია და რუკებია, ჩვენი სურვილი იყო წვლილი შეგვეტანა ამ სფეროს განვითარებაში და მეტი ტურისტისთვის მიგვეცა საშუალება ჩენი თვალით დაენახათ ულამაზესი ქალაქი - თბილისი. ამ მიზნით, თანამედროვე დიზაინითა და კარტოგრაფიის სტანდარტების დაცვით, შევქმენით იდეა დიზაინ ჯგუფის ბრენდული, თბილისის ტურისტული რუკა, რომელიც ტურისტებს ერთის მხრივ, უჩვენებს ჩვენი ქალაქის მიმზიდველობას და მეორეს მხრივ, გაუადვილებს თბილისში გზის გაკვლევას და ქალაქის საუკეთესო მხრიდან დანახვას.
ამას გარდა, ჩვენს რუკაზე დატანილია საინტერესო ინფორმაცია, დედაქალაქის მთავრ გამზირზე მდებარე მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობების შესახებ. ასევე შევეცადეთ, რომ ჩვენი ვიზიტორებისთვის შეგვეთავაზებინა, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო რამოდენიმე საფეხმავლო მარშრუტი, ძველი თბილისის მიმდებარედ.
მეტი ვიზუალური ეფექტის მისაღებად, ქალაქის მნიშვნელოვანი შენობები, რუკაზე სამგანზომილებიანი გრაფიკული ობიექტების სახითაა დატანილი.
ამ პროექტში ჩართული იყო მთელი ჩვენი შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი. თბილისის რუკა გამოიცა სტამბურად, ინგლისურ და რუსულ ენებზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
რუკების შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდან ონლაინ (მოგვწერეთ)
მათი შეძენა ასევე შესაძებელია რუსთაველის გამზირზე, შარდენის, ლესელიძის, პუშკინის და ძველი თბილისის სხვა ქუჩებზე მდებარე სუვენირებისა და წიგნების მაღაზიებში.