ვებსაიტი ქართული საწარმოსთვის "ედენა"

8 აგვისტო 2023 - 8 აგვისტო 2023

შპს ედენა გახლავთ  თერჯოლაში მდებარე საკონსერვო ქარხანაა, რომელიც 2010 წლიდან აწარმოებს პროდუქციას, მისი ძირითადი მიმართულება სხვადასხვა სახის ტყემლის დამუშავება და დაფასოება.
კომპანია ასევე  “MADLI” ბრენდის  სახელით აწარმოებს სხვადასხვა სახის საექსპორტო საკონსერვო ნაწარმს.

კომპანია ედენასთან თანამშრომლობა დავიწყეთ მიმდინარე წლის ზაფხულს, თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია პროდუქტების კატალოგში დაწვრილებით გაეცნოს კომპანიის მრავალფეროვან პროდუქციას, თვალი ადევნოს წარმოების პროცესსა და სიახლეებს.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ საქართველოში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარებას პროექტის ფარგლებში.

ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ საშუალება გვაქვს ვითანამშრომლოთ ადგილობრივ კომპანიებთან და  მონაწილეობა მივიღოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.

 შესრულებული სამუშაო:

        ტექნოლოგია:

  • ვებსაიტის დიზაინის შექმნა
  • მონაცემთა სამართავი პანელის შექმნა
  • ვებსაიტის ტესტირება და ატვირთვა
  • მომხმარებელთა ტრენინგი
  • ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერა
  • Figma
  • XHTML/HTML5/CSS
  • AJAX/jQuery
  • PHP/MySQL
  • Laravel Framework
  • Google Map
  • Google Analytics 

 

ვებსაიტი ქართული საწარმოსთვის "ედენა"