გოლდენ ლაგუნას ტერიტორიის ილუსტრირებული რუკის დიზაინი
გოლდენ ლაგუნა წეროვანში მდებარე მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განთავსების, დასვენების, კვების, ღონისძიებების, სპორტისა და გართობის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.
იდეა დიზაინ ჯგუფის ამოცანა იყო კომპლექსის სრული ტერიტორიის ილუსტრირებული გრაფიკული რუკის შექმნა, რომელიც გოლდენ ლაგუნას მრავალფეროვან და მასშტაბურ სივრცეს ვიზუალურად ერთიან, მარტივად აღსაქმელ და ფუნქციურ ფორმატში წარმოაჩენდა.
რუკა ეფუძნება ტერიტორიის მიახლოებით სქემატურ განლაგებას და მოიცავს კომპლექსის ყველა ძირითად ფუნქციურ ერთეულს, მათ შორის სასტუმროსა და კოტეჯებს, ღონისძიებების დარბაზს, საცურაო აუზს, რესტორნებს, საქორწილო და საბავშვო სივრცეებს, სპორტულ მოედნებს, კემპინგის ტერიტორიას, ორანჟერეას, თევზაობის ზონასა და პარკინგს.
პროექტის დიზაინის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეალური სივრცისა და მისი ინდივიდუალური ელემენტების ვიზუალური ხასიათის შენარჩუნებას. შენობები, გამწვანება, ბილიკები, აუზები და სხვადასხვა ფუნქციური ზონა დეტალურად დამუშავდა და ილუსტრირებულ ფორმაში გადმოიცა, ხოლო ნუმერაციისა და ლეგენდის სისტემა ვიზიტორს სივრცეში მარტივად ორიენტირების შესაძლებლობას აძლევს.
შედეგად შეიქმნა ინფორმაციული და ვიზუალურად გამორჩეული ტერიტორიის რუკა, რომელიც აერთიანებს ფუნქციურ ნავიგაციასა და ილუსტრაციულ დიზაინს და ერთიანი ვიზუალური ენით წარმოაჩენს გოლდენ ლაგუნას მრავალფეროვან გარემოს.
