სასტუმრო იოტას ბრენდირებული ტურისტული რუკა

10 დეკემბერი 2022 - 15 იანვარი 2023

იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა ბრენდირებული თბილისის ტურისტული რუკა სასტუმრო იოტასთვის. სასტუმრო იოტასთან თანამშრომლობა 2018 წელს დავიწყეთ, მიმდინარე წელს კი რუკების მესამე გამოცემა დავამზადეთ.

რუკაზე დატანილია თბილისის ცენტრალური ტერიტორიის ქუჩების დასახელებები ტურისტებისთვის გზის გაკვლევაში დასახმარებლად, ასევე ქალაქის ღირსშესანიშნაობების მაჩვენებლები მათი დასახელებებისა და მოკლე აღწერის მითითებით.

რუკა გამოსაყენებლად კომფორტულია, იკეცება და შესაძლებელია მისი ჯიბით ტარება, ასევე ძალიან კარგი სამახსოვრო საჩუქარია. სუვენირი, რომელიც ტურისტს ყოველთვის გაახსენებს ჩვენს ქვეყანაში განცდილ ემოციებსა და თავგადასავლებს.

სასტუმრო იოტას ბრენდირებული ტურისტული რუკა