ბიზანტიის იმპერიის რუკები ვატოპედის მონასტრისთვის
მორიგი საინტერესო პროექტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტერთან თანამშრომლობით განახორციელა, სამი ისტორიული რუკის შექმნას ეხება. მომზადდა მცირე აზიისა და კონსტანტინოპოლის რუკები ბიზანტიის იმპერიის პერიოდში, ასევე მთლიანი იმპერიის საზღვრების რუკა 555 წლის მდგომარეობით. რუკები გამოქვეყნდება ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემულ წიგნში წმინდა თეოდორეს ცხოვრების შესახებ.
რუკებზე დატანილია იმდროინდელი ბიზანტიის იმპერიის ძირითადი რეგიონები, რომაული გზების ქსელი, მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებული პუნქტები, კონსტანტინოპოლის უბნები და ღირსშესანიშნაობები, ასევე მნიშვნელოვანი ზღვები, ყურეები, სრუტეები, კუნძულები და სხვა. დიზაინის კონცეფციაც შემუშავებულია რუკების ისტორიული თემატიკის საფუძველზე და აქვს სიძველის ეფექტი.
ვატოპედის მონასტერი ათონის მთის იერარქიით მეორე მართლმადიდებლური მამათა მონასტერია, რომელიც სიმდიდრით, სიძველითა და ვრცელი ტერიტორიებით გამოირჩევა.